ახალი ამბები

თბილისში კორონავირუსის 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 ოქტომბერი, 2020 • 601
თბილისში კორონავირუსის 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 913, თბილისში გამოვლინდა, შემდეგ მოდის 337 ინფიცირებულით იმერეთი და 296 შემთხვევით აჭარა. რეგიონების მიხედვით Covid-19-ის დღიური შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • ქვემო ქართლში – 89
  • შიდა ქართლში – 54
  • გურიაში – 32
  •  სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 90
  • კახეთში – 13
  • მცხეთა-მთიანეთში – 30
  • სამცხე-ჯავახეთში – 11
  •   რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა  215-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი. მთავრობის ინფორმაციით, Covid-19-ით თბილისში 8 , იმერეთში  4, ხოლო აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საქართველოში ვირუსის 18 692 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3 832 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას თქმით, ქვეყანაში 401 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 117 პირი იმყოფება. 

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 603 პირი. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინები ამ კუთხით. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 370-ს შეადგენს”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი