ახალი ამბები

ჩნდება ეჭვი, რომ დარეგისტრირება ხდება პარტიული მანიპულირებით – ხოშტარია თვითიზოლაციიდან არჩევნებში რეგისტრაციაზე

25 ოქტომბერი, 2020 • 851
ჩნდება ეჭვი, რომ დარეგისტრირება ხდება პარტიული მანიპულირებით – ხოშტარია თვითიზოლაციიდან არჩევნებში რეგისტრაციაზე

“ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციის, სულ მცირე, 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

მისი თქმით, რეგისტრაციისთვის შემჭიდროვებული ვადების ფონზე ჩნდება “გონივრული ეჭვი”, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მხოლოდ იმ ადამიანებს არეგისტრირებს ვინც ხელისუფლებას აწყობს.

“ვადა 24-დან 26 ოქტომბრამდე აბსოლუტურად არაგონივრული ვადაა, ერთი მხრივ, არ არის საკმარისი ეს დრო, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ, რადგან ხაზები არის გადატვირთული და მეორე მხრივ, ეს ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებულები იქნებიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ 27-ის შემდეგ. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ცესკოს, რომ ეს ვადა დაუყოვნებლივ გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ 30 ოქტომბრამდე, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა.

აქ მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელია კოვიდვითარების მართვაში გარდა ამისა, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დარეგისტრირება ხდება პოლიტიკური პარტიული მანიპულირებით და ხდება იმ ადამიანების დარეგისტრირება, რომლებიც მათ აწყობთ და არ არეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ აწყობთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, დღენახევრის განამვლობაში ცესკოში თვითიზოლაციაში მყოფი 467 ადამიანის ზარი სევიდა, საიდანაც ხმის მისაცემად მხოლოდ 37 მოქალაქე დარეგისტრირდა.

დღეს, 25 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16:30 საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნით 900-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა მათან დარეგისტრირება ყველამ ვერ შეძლო, რადგან გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ბერდია სიჭინავას განცხადებით კი 25 ოქტომბრის მონაცემებით თვითიზოლაციაში 26 533 ადამიანი იმყოფება.

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

მასალების გადაბეჭდვის წესი