ახალი ამბები

429 მძიმე პაციენტი, 106 მართვით სუნთქვაზე | 25 ოქტომბრის სტატისტიკა

25 ოქტომბერი, 2020 • 570
429 მძიმე პაციენტი, 106 მართვით სუნთქვაზე | 25 ოქტომბრის სტატისტიკა

25 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის 17 437 აქტიური შემთხვევაა. 3 766 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის 1 893 თბილისში, 714 აჭარაში. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ქვეყანაში 429 მძიმე პაციენტია, მათ შორის 201 თბილისში, 75 კი აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 106 პირია,საიდანაც თბილისში იმყოფება 59, ხოლო აჭარაში 25.

ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 268 ადამიანი, 11 403 კი ბინაზე მკურნალობს. ასევე მთავრობის ინფორმაციით საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 112 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 26 533 პირი იმყოფება.

25 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 604.

მასალების გადაბეჭდვის წესი