ახალი ამბები

მოქალაქეებს ლუგარის სახელით ურეკავენ: NCDC-ის გაფრთხილება

25 ოქტომბერი, 2020 • 701
მოქალაქეებს ლუგარის სახელით ურეკავენ: NCDC-ის გაფრთხილება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი(NCDC) მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის სახელით განხორციელებული ზარებისა და ცრუ ინფორმაციის შესახებ აფრთხილებს. უწყების თანახმად, მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ “მედიკამენტს” სთავაზობენ.

“ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას. გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი