“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ოთარ კახიძესა და მის მეუღლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კახიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.
ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს”, – წერს ოთარ კახიძე.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი.