ახალი ამბები

პოლონეთის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა

24 ოქტომბერი, 2020 • 732
პოლონეთის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას, COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას მისი პრესმდივანი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დუდა თავს კარგად გრძნობს.

უცნობია, როდის დაინფიცირდა დუდა, თუმცა მედიის თანახმად, მიმდინარე კვირის ორშაბათს ის ტალინში იმყოფებოდა, სადაც ბულგარელ კოლეგას, რუმენ რადევს შეხვდა. რადევი ამჟამად კარანტინში იმყოფება.

პოლონეთში, რომელიც ახლა ვირუსის მეორე ტალღას ებრძვის, გავრცელების დღიური მაჩვენებლი 22-ჯერ არის გაზრდილი. პარასკევს, როცა პრეზიდენტს ვირუსი დაუდასტურდა, ქვეყანაში 13 600 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ქვეყანა წითელ ზონაშია და საკარანტინე ზომები აქვს მიღებული, რაც სკოლებისა და რესტორნების ნაწილობრივ დახურვას გულისხმობს. ხელისუფლებამ აკრძალა ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება, ბავშვებს კი უფროსები უნდა ახლდნენ თან, როცა გარეთ გავლენ. 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს მთავრობა სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი