ახალი ამბები

არჩევნებამდე მთავარი ოპოზიციური ძალა გავხდებით – ხაზარაძე

23 ოქტომბერი, 2020 • 1019
არჩევნებამდე მთავარი ოპოზიციური ძალა გავხდებით – ხაზარაძე

“რამდენიმე დღეში ჩვენი თანაგუნდელებისთვის გამოვაცხადებთ კონკრეტულ გეგმას – გამარჯვების ფორმულას – თუ როგორ უნდა გავხდეთ მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებამდე, როგორ მოვიგოთ ეს არჩევნები და როგორ მოვახდინოთ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად”, – განაცხადა “ლელოს”თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ქუთაისში პარტიულ ღონისძიებას ონლაინ ჩაერთო.

მისი თქმით, “ლელო” მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება და ის ქვეყნის რეკონსტრუქციას პირველივე დღიდან დაიწყებს.

“ჩვენ 8 თვეში შევქმენით ყველაზე დიდი პარტია, ახალგაზრდული, პროფესიონალთა გუნდი, 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი პროგრამა, რომლის მსგავსი არ დაწერილა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში ქვეყანაში შექმნის ძლიერ საშუალო ფენას და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება წელში. ვიწყებთ ახალ სვლას საქართველოს გამარჯვებისკენ, “ლელოსთან” ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით. ახალ ცხოვრებას ახალი საწყისით 31 ოქტომბრიდან დავიწყებთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მან ქუთაისელ ამომრჩევლებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი