ახალი ამბები

გვყავს 397 მძიმე პაციენტი, 82 პირი მართვით სუნთქვაზეა – მთავრობა

23 ოქტომბერი, 2020 • 713
გვყავს 397 მძიმე პაციენტი, 82 პირი მართვით სუნთქვაზეა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 397 მძიმე პაციენტია.

ოფიციალური ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 14 421-ს აღწევს, რომელთაგან 3 234 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს.

„მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით გვყავს 397, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 80. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 82 პირი, მათ შორის, თბილისში – 53, აჭარაში – 12.

2 025 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 110 – აჭარაში, ხოლო 676 – თბილისში. 9 162  მკურნალობის კურსს გადის ბინაზე“, – ამბობენ მთავრობაში.


23 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 24 562 შემთხვევა, რომელთაგან 9 751 გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი