ახალი ამბები

თბილისი – 686, აჭარა – 487 | კორონავირუსის განაწილება 23 ოქტომბერს

23 ოქტომბერი, 2020 • 1048
თბილისი – 686, აჭარა – 487 | კორონავირუსის განაწილება 23 ოქტომბერს

კორონავირუსის ახალი 1 759 შემთხვევიდან 686 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 487- აჭარაში, 356- იმერეთში. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ოფიციალური სტატისტიკით, ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:

  • თბილისი – 686
  • აჭარა – 487
  • იმერეთი – 356
  • ქვემო ქართლი – 36
  • შიდა ქართლი – 35
  • გურია – 17
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 69
  • კახეთი – 24
  • მცხეთა-მთიანეთი – 12
  • სამცხე-ჯავახეთი – 30
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სულ გამოვლინდა 24 562 შემთხვევა, რომელთაგან 9 751 გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 14 421-ს აღწევს.

„3 234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 1 577, აჭარაში – 641. მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით გვყავს 397, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 82 პირი – მათ შორის, თბილისში – 53, აჭარაში – 12.

2 025 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 110 – აჭარაში, ხოლო 676 – თბილისში. 9 162  მკურნალობის კურსს გადის ბინაზე“, – ამბობენ მთავრობაში.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4263 ადამიანი, რომელთაგან თბილისშია 836, ხოლო აჭარაში – 2205.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი, საიდანაც თბილისში არის  3 243, აჭარაში – 10 852, იმერეთში – 3 521.

მასალების გადაბეჭდვის წესი