მხარეებმა ომის განახლების შემდეგ რუსეთის შუამავლობით ორი ჰუმანიტარული ზავი დადეს, თუმცა ზავის გაფორმებიდან მალევე, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა. რამდენიმე დღის წინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩართულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება და მოსახლეობას მოხალისეობრივი ფორმირებების შექმნისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კონფლიქტის ზონაში ახალი დასახლებების აღებისა და ირანთის საზღვარზე კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა.