საქართველოში 22 ოქტომბრის სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა თბილისზე მოდის.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1595 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 398.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი – 563
- აჭარა – 389
- იმერეთი – 335
- ქვემო ქართლი – 77
- შიდა ქართლი – 69
- გურია – 53
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 42
- კახეთი – 17
- მცხეთა-მთიანეთი – 26
- სამცხე-ჯავახეთი – 24
სულ საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 22803 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 9401, გარდაიცვალა – 178.