ახალი ამბები

შსს მობილური ოპერატორებისა და მედიისგან ზუგდიდიდან ლაივის გათიშვას ითხოვს

21 ოქტომბერი, 2020 • 1265
შსს მობილური ოპერატორებისა და მედიისგან ზუგდიდიდან ლაივის გათიშვას ითხოვს

შს მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე მოუწოდებს მედიასა და ოპერატორებს, ლაივ სიგნალი გათიშოს, – „წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი“.

საბანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ მედიასაშუალებებმა პირდაპირ ეთერში გაუშვეს თავდამსხმელისა და მძევლების ამსახველი ვიდეოკადრები, რაც საფრთხის შემცველია.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად – მძევლების, სამართალდამცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა-შეზღუდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა“, – ამბობს ის და ამატებს, რომ მაქსიმალური კეთდება მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი