ერთ-ერთი მძევალი, რომლის თქმითაც „მთავარ არხთან“ თავდამსხმელის დავალებით რეკავს, ამბობს, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჯერჯერობით მძევლებს არ სჭირდებათ.
მისი ინფორმაციით, ოთახში, სადაც თავდამსხმელი იმყოფება, 19 მძევალია. თავდამსხმელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი პერიმეტრიდან სპეცრაზმის გასვლაა.
„უმთავრესი ის არის, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს და ყველანრირი მცდელობა შემოჭრის დასრულდება ფატალურად. უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ცხადია. თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არ გვჭირდება ამ ეტაპზე“, – ამბობს ის.
მანამდე თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მძევლების სანაცვლოდ 500 ათას დოლარს ითხოვს, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი მან 2-საათიანი ვადის შესახებ განაცხადა.
ზუგდიდში 1 საათზე მეტია, რაც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა. ის მათ სანაცვლოდ 500 ათას დოლარს ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.