ახალი ამბები

მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს – უგულავა ზუგდიდში ყაჩაღობაზე

21 ოქტომბერი, 2020 • 1926
მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს – უგულავა ზუგდიდში ყაჩაღობაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, ბანკში დარჩენილ მძევლებს ჩაენაცვლოს.

ამ წუთებში ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანთან საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ზუგდიდის მერმა ტვ „პირველთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბანკში მძევლებიც ჰყავთ აყვანილი. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ფილიალში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი შეიჭრა.

„მთავარ არხთან“ საუბარში გიგი უგულავამ, რომელიც იქვე იმყოფება, თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბანკში ახლა 3 მძევალია დარჩენილი და განაცხადა:

„თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს … თუ ხმაური სჭირდება, — თუ რა სჭირდება, უცნობია, — ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდეს მძევლად. და მე მზად ვარ, — თუ ამის შესაძლებლობა არის და ორმხრივი თანხმობა, — მზად ვარ, ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა მანამდე გახარიამ ჟურნალისტებთან.

ზუგდიდში ბანკს აყაჩაღებენ, სავარაუდოდ, ჰყავთ მძევლებიც

მასალების გადაბეჭდვის წესი