ახალი ამბები

კოვიდით დაღუპულია 30 წლის ქალი, ის მანამდე სახლში მკურნალობდა

21 ოქტომბერი, 2020 • 1453
კოვიდით დაღუპულია 30 წლის ქალი, ის მანამდე სახლში მკურნალობდა

18 ოქტომბერს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ კორონავირუსით დაიღუპა დაახლოებით 30 წლის ქალი. ჰოსპიტალში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მანამდე ქალი სახლში მკურნალობდა.

როგორც „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ ამბობენ, ქალი საავადმყოფოში მისვლამდე სახლში მკურნალობდა, მას ჰქონდა მაღალი ცხელების რამდენიმედღიანი ისტორია. არსებული ინფორმაციით,  პაციენტი საავადმყოფოში მისვლიდან და კორონავირუსის დადასტურებიდან მალევე გარდაიცვალა. ის მიერთებული იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და ჰქონდა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ცხელება, წელისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე.

კლინიკაში ამბობენ, რომ ქალს ჰქონდა ქრონიკული დაავადებები და ასევე აღენიშნებოდა ჭარბი წონა. ჩვენს კითხვაზე, რას გულისხმობენ ჭარბ წონაში და როგორ დგინდება ეს დიაგნოზი, კლინიკაში ამბობენ, რომ ეს ზოგადი შეფასებითა და სხეულის მასის ინდექსის მონაცემით ხდება.

სხეულის მასის ინდექსი სპეციალური საზომი ერთეულია, რომელიც ადამიანის წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით დგება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ჭარბწონიანად ითვლება ადამიანი, თუ მისი ინდექსი 30-ს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი