ახალი ამბები

პანდემიისას სასწრაფოს 2-3 საათი დაყოვნება ნორმალურია – ტიკარაძე

21 ოქტომბერი, 2020 • 1280
პანდემიისას სასწრაფოს 2-3 საათი დაყოვნება ნორმალურია – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია”.

ტიკარაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიმართ პრეტენზიები დაგვიანებასთან დაკავშირებუთ არაკორექტულია.

“ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, რადგან ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა. ეს არის გეგმური პროცესი. ამ პერიოდში ჩვენი ექიმები საჭიროებენ თავიანთი აღჭურვილობის გამოცვლას, ისინი მუშაობენ სრული დატვირთულობით, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არის არაკორექტული”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი