ახალი ამბები

აპოკალიფსი თუ იქნება, ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით — მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი, 2020 • 925
აპოკალიფსი თუ იქნება, ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით — მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, არ აყვნენ “ცრუ ინფორმაციას” პანდემიის მართვასთან დაკავშირებით და ენდონ მხოლოდ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 11 0033 შემთხვევაა, გარდა ამისა, თვითიზოლაციაში 21 ათასზე მეტი ადამიანია და სპეციალურად გადამზადებული მედიკოსები მუდმივად არიან ამ ადამიანებთან ხაზზე, რათა მართონ ვირუსი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ იზოლაციაში მყოფი პირები, ასევე, ბინაზე ინფიცირებულები ვერ უკავშირდებიან ექიმებს. როგორც ის ამბობს, შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, როდესაც ექიმთან კომუნიკაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს.

“თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ჩვენ ამ ტრიუბუნიდან ვიტყვით. ამისი პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან. ეს სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით. ამიტომ გთხოვთ, ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმება, ის, რაც ოფიციალური წყაროებით ვრცელდება, ის, რაზეც ეპიდემიოლოგები და საბჭოს წევრები საუბრობენ”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა. ის ირწმუნება, რომ სახელმწიფოს დღეისათვის აქვს რესურსები პაციენტების სამართავად.

1351 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი – 21 ოქტომბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი