ახალი ამბები

“დაუპიპინე ბიძინას” — “ევროპული საქართველო” საავტომობილო აქციას მართავს

21 ოქტომბერი, 2020 • 1044
“დაუპიპინე ბიძინას” —  “ევროპული საქართველო” საავტომობილო აქციას მართავს

დღეს დილიდან “ევროპული საქართველო”მართავს  საავტომობილო აქციას — “დაუპიპინე ბიძინას”.

პარტიის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშატაბით მანქანებით გადაადგილდებიან და, როგორც პარტიაში განმარტავენ, სამანქანო სიგნალით ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, რომ “მისი დრო ამოიწურა”.

მათივე განცხადებით, ავტომანქანების კოლონები საღამოს თბილისში შემოვლენ და პროტესტს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან დააფიქსირებენ.

როგორც ცნობილია, მანადმე “ევროპული საქართველო” მრალავათასიანი აქციის გამართვას აპირებდა, თუმცა იმის გამო, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსით  ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, პარტიამ აქცია გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი