ახალი ამბები

Holiday Inn-ში კოვიდ სასტუმრო მოეწყო

20 ოქტომბერი, 2020 • 3038
Holiday Inn-ში კოვიდ სასტუმრო მოეწყო

თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში კოვიდ სასტუმრო მოეწყო, რომელმაც 19 ოქტომბრიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება დაიწყო.

„აჭარა ჯგუფის“ პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სასტუმრო, ჯამში, მიიღებს 200 პაციენტს, რომელთა დაავადებაც მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. „სასტუმროში გათვალისწინებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა რეგულაცია“, – ნათქვამია ნეტგაზეთისთვის მოწოდებულ პასუხში.

20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოს კოვიდ სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ნაწილდება პაციენტი ან კლინიკაში, ან ბინაზე, ან სასტუმროში სამკურნალოდ, ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით იღებენ:

თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული რაიმე თანმხლები დაავადებით, პაციენტი არის ბავშვი, ფეხმძიმე, მოხუცი ან სხვა რისკის ქვეშ მყოფი, გადადის კლინიკაში; თუ პაციენტს საცხოვრებელი პირობები არ აქვს [რომ იყოს იზოლაციაში] – გადადის კოვიდსასტუმროში, ხოლო თუ პაციენტი არის უსიმპტომო, იღებს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობას დისტანციურად, დღეში რამდენჯერმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი