ახალი ამბები

28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისის 104 ბაგა-ბაღი არ იმუშავებს

20 ოქტომბერი, 2020 • 1961
28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისის 104 ბაგა-ბაღი არ იმუშავებს

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ის ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არ იმუშავებს.

„საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლონ“, – ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში.

თბილისში ამჟამად 183 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. მათ ნაწილს კორონავირუსის გავრცლების გამო ფუნქციონირება შეწყოდა.

უწყებაში ამბობენ, რომ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

ჩვენს კითხვაზე, ინფორმირებულნი არიან თუ არა მშობლები ბაღების ნაწილის დაკეტვის შესახებ არჩევნების გამო, სააგენტოში ამბობენ, რომ უკვე 1 კვირაა, რაც ცესკოს აბრები გაკრულია და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი