ახალი ამბები

20 ოქტომბერი: კორონავირუსის 1194 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

20 ოქტომბერი, 2020 • 1002
20 ოქტომბერი: კორონავირუსის 1194 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19857 გახდა. მათგან გამოჯანმრთელდა 8666 პაციენტი. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის 10 182 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 24 საათში Covid-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად,  დაღუპულთა რაოდენობა  158-მდე გაიზარდა. მათგან 7 პაციენტი თბილისში, 4- ბათუმში, 2- ქუთაისში, ერთი -მცხეთაში და ერთიც გორში გარდაიცვალა. 

StopCov-ის თანახმად, დღეის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2862 პაციენტი იმყოფება, კოვიდ სასტუმროში კი 1420 მკურნალობს. მთავრობის ინფორმაციით, Covid-19-ის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 425 თბილისში გამოვლინდა, შემდეგ მოდის იმერეთი  372 ინფიცირებულით.

გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა – 193
  • გურია – 21
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27
  • ქვემო ქართლი – 53
  • შიდა ქართლი – 64
  • მცხეთა-მთიანეთი – 18
  • კახეთი – 3
  • რაჭა-ლეჩხუმი – 9
  • სამცხე-ჯავახეთი – 9

მასალების გადაბეჭდვის წესი