აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ-ს) 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმების გამო, ბრალი წაუყენა.
გამოძიების თანახმად, კიბერთავდასხმები მიზნად ისახავდა საქართველოში, უკრაინასა და საფრანგეთში დესტაბილიზაციას, რამაც ერთ მილიარდ აშშ დოლარის ზიანი გამოიწვია.
საქართველოს შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ქსელზე კიბერშეტავასა და 2018 წელს ერთ-ერთ მსხვილ მედიაკომპანიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
გამოძიების მიხედვით, ГРУ-ს ოფიცრებს ბრალი ედებათ 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისას ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის თანამშრომლებისა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაში.
ასევე, ГРУ-ს ოფიცრებს ბრალი ედებათ ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ვებგვერდზე კიბერთავდასხმაში, რომლებიც სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს იძიებდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კიბერდთავდასხმებში ბრალდებული ГРУ-ს ოფიცრების ვინაობასაც ასახელებს, ესენი არიან: ური ანდრიენკო, სერგეი დეტისტოვი, პაველ ფროლოვი, ანატოლი კოვალიოვი, არტიომ ოჩიჩენკო და პიოტრ პლისკინი.