ახალი ამბები

რეალური რესურსი 6 ათას საწოლზე მეტია – ცერცვაძე

19 ოქტომბერი, 2020 • 1068
რეალური რესურსი 6 ათას საწოლზე მეტია – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყნის რეალური რესურსი 6 ათას საწოლზე მეტია, თუმცა, ეს შესაძლოა, მაქსიმალური რიცხვი არ იყოს.

ცერცვაძემ დღეს ბრიფინგზე განმარტა, რომ ამ დროისთვის მობილიზებულია 4300 საწოლი, თუმცა, რეალურად, ესეც არ არის ფიქსირებული რიცხვი.

„მთლიანად საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა არ იყოს მაქსიმალური, მაგრამ რეალური რესურსი 6000 საწოლზე მეტია. მხოლოდ ნაწილი არის იმ პოტენციალის გამოყენებული, რომელიც ქვეყანას აქვს, იმიტომ, რომ დღეს მეტი საჭირო არ არის“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, „თეორიულად შეიძლება დადგეს ის მომენტი“, რომ სამედიცინო სექტორი ვეღარ აუვიდეს დატვირთვას.


19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 8338 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 143.  ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 10 182 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი