ახალი ამბები

ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მსოფლიოში გაზაფხულზე იყო — იმნაძე

19 ოქტომბერი, 2020 • 1107
ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მსოფლიოში გაზაფხულზე იყო — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა ახლაა.

მისი თქმით, სანამ მსოფლიო პირველ ტალღას გაზაფხულზე ებრძოდა, საქართველომ მისი აცილება შეძლო და მოგებულ დროში ბევრი რამის სწავლა და გამოცდილების დაგროვება მოასწრო.

“მე ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ პირველი ტალღა ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა-მეთქი. მაგრამ რატომ არ იყო ის პირველი ტალღა? იმიტომ, რომ დროულად მოხდა ყველაფერი იმის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა. ჩვენ გავაკეთეთ დროულად და ამხელა ფორა მოგვეცა, რომ პირველი ტალღა არ ყოფილა ქვეყანაში და არც არავის უნახავს. რეალურად, ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაზაფხულზე. ახლა რომ ყველას მეორე აქვს, ხომ? ჩვენ პირველი გვაქვს”, — განაცხადა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

1186 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი – 19 ოქტომბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი