ახალი ამბები

1186 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი – 19 ოქტომბერი

19 ოქტომბერი, 2020 • 976
1186 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი – 19 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 238 პაციენტი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 8338 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა  143.  ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 10 182 აქტიური შემთხვევაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, სულ ჩატარებულია 791 665 პისიარ ტესტი. მათივე თქმით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი  2.3%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი