ახალი ამბები

გერმანიაში მინისტრი მოქალაქეებს პანიკური შესყიდვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

19 ოქტომბერი, 2020 • 1149
გერმანიაში მინისტრი მოქალაქეებს პანიკური შესყიდვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრი იულია კლიოკნერი მოსახლეობას აფრთხილებს, შეწყვიტონ პროდუქციის მარაგების გაკეთება.

როგორც DW წერს, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, მოქალაქეებში შესაძლო ხელახალი ლოქდაუნის (ჩაკეტვის) შიშმაც იმატა. ერთ-ერთი გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ნტერვიუში კლიოკნერი მოქალაქეების დამშვიდებას შეეცადა და შეახსენა მათ, რომ პანდემიას არ უმოქმედია საკვების მიწოდების ჯაჭვზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა ე.წ. პანიკურ შესყიდვაზეც, რაც გახდა კიდეც ლოქდაუნის პერიოდის ერთ-ერთი სიმბოლო.

“ვინც ასე [პანიკურად ყიდულობს], მხოლოდ ალოგიკურად კი არ იქცევა, არამედ ნაკლებად სოლიდარულია სხვა ადამიანების მიმართ. საბოლოოდ ბევრი პროდუქტი ნაგავში აღმოჩნდება ხოლმე”, – ამბობს მინისტრი.

იულია კლიოკნერმა მედიასთან ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც გერმანიის მსხვილმა ქსელურმა მარკეტებმა, როგორებიცაა “ალდი” და “ედეკა”, ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნის უეცარი მატების შესახებ განაცხადეს. DW-ს თანახმად, სოციალურ ქსელში ბევრი მომხმარებელი ასევე აქვეყნებდა ტუალეტის ქაღალდის დაცარიელებულ თაროებს სხვადასხვა სუპერმარკეტიდან. გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ლოკდაუნის გამოცდილემაც აჩვენა, რომ ეკონომიკას პანდემიის პერიოდშიც შეუძლია არსებობა, ამიტომ მომხმარებლები ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა ენდონ, რათა კრიზისს სათანადოდ უპასუხონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი