სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ სამედიცინო დახმარებასა და კონსულტაციას დღეების განმავლობაში ვერ იღებს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები და შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, მოსახლეობას უმოკლეს ვადებში განუმარტონ, კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა.
“უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება”, – აცხადებს ლომჯარია.
სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მიმართავს, გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს, მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19-ის მქონე პირებთან. თვითიზოლაცია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა. გაიგეთ მეტი:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/306447/?fbclid=IwAR1fJAfL45uf5bVcuLajYwUPbYwztO65z1FuE3v-m5nu1FPz8d2sjmqKRco
1186 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი – 19 ოქტომბერი