ახალი ამბები

თბილისი – 469, აჭარა – 360 | კორონავირუსის განაწილება

19 ოქტომბერი, 2020 • 1150
თბილისი – 469, აჭარა – 360 | კორონავირუსის განაწილება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 19 ოქტომბრის სტატისტიკით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

ენდელაძე ამბობს, რომ 1186 ახალი შემთხვევების 40% დადასტურდა თბილისში. შემთხვევების რაოდენობით, მეორე ადგილზე კი აჭარაა. დღევანდელი სტატისტიკა გამოიყურება ასე:

  • თბილისი – 469
  • აჭარა – 360
  • იმერეთი- ზემო სვანეთი – 99
  • ქვემო ქართლი – 78
  • შიდა ქართლი – 15
  • სამეგრელო – 73
  • კახეთი – 46
  • გურია – 25
  • მცხეთა-მთიანეთი – 14
  • სამცხე – ჯავახეთი  – 7

ამასთანავე, ენდელაძე ამბობს, რომ კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობაზე ვერ ისაუბრებს – „ყოველ შემთხვევაში ასეულზე ნაკლებია, დაახლოებით- 70“.

მასალების გადაბეჭდვის წესი