ახალი ამბები

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი COVID-19-ის პრევენციის მიზნით მუშაობას წყვეტს

19 ოქტომბერი, 2020 • 645
ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი COVID-19-ის პრევენციის მიზნით მუშაობას წყვეტს

დღეიდან საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი მუშაობას დროებით აჩერებს.

“ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი 19 ოქტომბრიდან მუშაობას დროებით შეაჩერებს”, – ნათქვამია არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 ოქტომბერს კორონავირუსის 1 186 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 18 663-ს მიაღწია, საიდანაც გარდაიცვალა 143, გამოჯანმრთელდა 8 300-მდე პაციენტი, დანარჩენები კი მკურნალობას განაგრძობენ კლინიკებში, კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე.


არქივი წელს უკვე მეორედ წყვეტს მუშაობას. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ამოქმედებისთანავე, არქივმა მარტის დასაწყისში შეწვიტა მუშაობა და სხვა დაწესებულებებთან შედარებით ყველაზე გვიან გაიხსნა.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზის გახსნის მოთხოვნით საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ივნისში მიმართა მთავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი