ახალი ამბებირეკლამა

ახალი Toyota Highlander – საუკეთესო კროსოვერი თანამედროვე ოჯახისთვის!

19 ოქტომბერი, 2020 • 1073
ახალი Toyota Highlander – საუკეთესო კროსოვერი თანამედროვე ოჯახისთვის!

იმის მიუხედავად, თუ რა გსურთ თქვენ ავტომობილით მგზავრობისას – ოჯახთან ერთად მაქსიმალური კომფორტის შეგრძნება თუ შვებულების დროს, ახლობელ ადამიანებთან ერთად, მოგზაურობით სიამოვნების მიღება – Toyota Highlander უდავოდ ის ავტომობილია, რომლის საჭესაც უნდა მიუჯდეთ. 

სრულიად ახალი, 2020 წლის Toyota Highlander გამოირჩევა ტევადობით, რაც მას განსაკუთრებულად კომფორტულ კროსოვერად ხდის. სწორედ ამიტომ, Toyota Highlander შესანიშნავი არჩევანია არა მხოლოდ ყოველდღიური გადაადგილებისთვის, არამედ ხანგრძლივი მოგზაურობისთვისაც, თქვენს ახლობლებთან ერთად.  და ეს ყველაფერი Toyota-ს ახალი, New Global Architecture (TNGA) პლატფორმის დამსახურებაა.Toyota Highlander-ით რვა ადამიანი უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება. მოგზაურობისას რა საჭიროებაც არ უნდა გაგაჩნდეთ, Highlander დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებას. V6 ბენზინის ძრავისა და ოთხივე ამძრავ თვლიანი სისტემის კომბინაცია, უფრო მეტ სიმშვიდეს მოგანიჭებთ და ავტომობილის მართვის სრულიად ახალ – უფრო მაღალ დონეზე აგიყვანთ.

ახალი Toyota Highlander - საუკეთესო კროსოვერი თანამედროვე ოჯახისთვის!

ახალი Toyota Highlander - საუკეთესო კროსოვერი თანამედროვე ოჯახისთვის!

ახალი Toyota Highlander - საუკეთესო კროსოვერი თანამედროვე ოჯახისთვის!

ახალი Highlander თავისი  დახვეწილი, თანამედროვე ინტერიერით აგიმაღლებთ განწყობას,  იგი იმდენად პრაქტიკულია, რამდენადაც ამას მოითხოვს თქვენი ყოველდღიურობა. ტყავით გაწყობილი სავარძლები და მათი გამორჩეული ფორმა ინტერიერს მატებს დახვეწილობას, წინ განლაგებული ხელსაწყოთა პანელი აღჭურვილია 8 დიუიმიანი სენსორული მონიტორით. ინტერიერის ერგონომიულობა შესაძლებლობას გაძლევთ მარტივად ისარგებლოთ Highlander-ის სხვადასხვა სისტემით. ტოიოტას ხარისხი იგრძნობა ყველგან – რბილი ზედაპირები და უმაღლესი ხარისხის მასალები ირგვლივ ყველაფერს განსაკუთრებულ სტილს სძენს, რაც თქვენ და თქვენს მგზავრებს დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ. 

ახალი Toyota Highlander - საუკეთესო კროსოვერი თანამედროვე ოჯახისთვის!

 

ახალი Toyota Highlander - საუკეთესო კროსოვერი თანამედროვე ოჯახისთვის!

ინტერიერის მსგავსად,  მკაფიო და დასამახსოვრებელია ახალი  Toyota Highlander -ის ექსტერიერი. მისი დინამიური დიზაინი ყურადღებას მიიპყრობს ყველგან – სადაც არ უნდა გაემგზავროთ. ფრთის გაფართოებული თაღები გამოკვეთს ავტომობილის უფრო ფართო აგებულებას, ხოლო მისი სახასიათო კუნთოვანი ხაზები დაყვება ლუქიდან უკანა გაბარიტულ მაშუქებამდე, რაც წარმოაჩენს მის გამორჩეულ იერსახეს. პლატინის წინა შავი ცხაური ქრომირებული კანტებით, ხაზს უსვამს სტილს, ხოლო მისი პრიალა ზედაპირი კიდევ უფრო ამშვენებს ავტომობილის თანამედროვე დიზაინს.  

არ აქვს მნიშვნელობა სად იმოგზაურებთ – ქალაქში თუ ქალაქგარეთ, გზატკეცილზე თუ გრუნტიან გზებზე,მართვის პროცესი უდავოდ კოფორტული და სასიამოვნო იქნება.  TNGA (Toyota New Global Architecture)  პლატფორმის დამსახურებით – ავტომობილი ბევრად ჩუმად და რბილად გადაადგილდება. ოთხივე ამძრავი თვლის სისტემის (AWD) შესაძლებლობით და ბრუნის მომენტის დინამიკური ვექტორიზაციის თანხლებით (Dynamic Torque Vectoring All-Wheel Drive) სისტემა არეგულირებს რეაგირების სისხარტეს და შესაბამისად  სიმძლავრეს ანაწილებს  იმ თვლებზე, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს. ასე რომ, სადაც არ უნდა გაემგზავროთ, ყველგან თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. იქნება ეს ღამის გასეირნება, თუ ქალაქის ფარგლებში ერთდღიანი მგზავრობა, ახალი ჰაილენდერი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისათვის.

Highlander-ის 8 დიუიმიანი სენსორული მონიტორის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო გაიახალისოთ თქვენი თავგადასავალი. ამისთვის უბრალოდ საჭიროა iPhone®-ის ან Android™ სმარტფონის შეერთება სტანდარტულ Apple CarPlay®-ის ან Android Auto-ს გამოყენებით. ეს არის ბუნებრივი კომფორტი, რაც აიოლებს ყოველ მგზავრობას. 

Highlander-ს დამატებითი უსაფრთხოების არაერთი ფუნქცია გააჩნია, რაც თქვენი და თქვენი ოჯახის უფრო მეტად თავდაჯერებული და უსაფრთხო მგზავრობის გარანტია. 

Highlander-ის ავტომატური დამუხრუჭების სისტემით (Front and Rear Parking Assist with Automated Braking) თქვენ მარტივად შეძლებთ შეხვიდეთ ყველაზე ვიწრო ადგილებშიც კი. დაბრკოლებების აღმოჩენის შემთხვევაში, სისტემა გაგაფრთხილებთ, საჭიროების შემთვევაში შეამცირებს ძრავის სიმძლავრეს და გამოიყენებს დამუხრუჭების ფუნქციას. სატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში, სისტემა აფრთხილებს მძღოლს და დამატებით რთავს მუხრუჭების კონტროლის სისტემას, რაც ხელს უწყობს შესაძლო შეჯახების თავიდან არიდებას და ზიანის მინიმუმამდე რა თქმა უნდა, დამხმარე უსაფრთხოების სისტემები არ გულისხმობს ადამიანური ფაქტორის სრულ ჩანაცვლებას და უკიდურესად მნიშვნელოვანი რჩება მძღოლის მაქსიმალური ყურადღება და საგზაო წესების დაცვა, თუმცა ეს არის შესანიშნავი დამხმარე საშუალება ტარების პროცესში მძღოლის მხარდასაჭერად და შექმნილია იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი.

მნიშვნელოვანია, რომ აქტიური უსაფრთხოების სისტემა, Toyota Safety Sense™ 2.5 (TSS 2.5) წარმოადგენს უსაფრთხოების სტანდარტული ფუნქციების ნაკრებს 2020 წლის ყველა Highlander-ზე.

Highlander – საუკეთესო კროსოვერი თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.toyota.ge და ჩაეწერეთ ტესტ დრაივზე, რათა თავად გამოსცადოთ ეს განსაკუთრებული ავტომობილი.

ტექნიკური მახასიათებლებისა და ფასებთან  დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Toyota-ს ოფიციალურ დილერებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი