ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანატოლი ბიბილოვს COVID-19 დაუდასტურდა

17 ოქტომბერი, 2020 • 850
ანატოლი ბიბილოვს COVID-19 დაუდასტურდა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მის პრესმდივანზე, დინა გასეევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ბოლო ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა”, – აცხადებს ის.

გასეევას თქმით, ბიბილოვს COVID-19-ის მსუბუქი ფორმა აქვს და “დისტანციურად განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას”.

მანამდე, ვირუსი დაუდასტურდა ბიბილოვის პრესმდივანსა და მოქმედ ე.წ. პრემიერს, ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის რიგ თანამშრომლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი