ახალი ამბებიკომენტარი

„Პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს“ – ვაშაძე რეგულაციების დარღვევით გამართულ აქციაზე

17 ოქტომბერი, 2020 • 2577
„Პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს“ – ვაშაძე რეგულაციების დარღვევით გამართულ აქციაზე

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გამართული გაერთიანებული ოპოზიციის აქციის შემდეგ ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას აქციაზე, სადაც შეკრებილების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და, ასევე, დაცული არ იყო დისტანცია.

„Პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას” – უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს.

„სამწუხაროდ ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში, წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასიათასამდე გაყარა ემიგრაციაში, ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს, ნუ რას იზამ“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა რეგულაციების დაცვა აქციაზე, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რასაც არ ელოდნენ.

ამავე თემაზე: 

ხალხმრავალი აქცია ბათუმში დისტანციის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი