ახალი ამბები

ენმ-ს ირაკლი ყიფიანი შეუერთდა

16 ოქტომბერი, 2020 • 3188
ენმ-ს ირაკლი ყიფიანი შეუერთდა

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი შეუერთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ენმ-ის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ყიფიანი ამომრჩევლებს პარტიის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ წარუდგინა:

“მაქვს დღეს შესაძლებლობა, საზოგადოებას წარვუდგინო ნაციონალური ოძროაბის ახალგაზრდა, ძალიან გამოცდილი წევრი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში. არამხოლოდ ეკონოიკური გეგმის, საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში”, – ამბობს ნიკა მელია.

ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმა სიღარიბის დაძლევის პროგრამას ითვალისწინებს:

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი დრო მოხმარდეს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელებას. ეს გეგმა გულისხმობს, რომ გვქონდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება არ უნდოდეთ და საქართველო იქცეს შესაძლებლობების ქვეყნად” ,- ამბობს ყიფიანი.

ირაკლი ყიფიანი “რეფორმების გუნდის” ხელმძღვანელია, ის 2016 წლამდე ასევე იყო პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი