ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს თანახმად, სომხეთმა ნახიჩევანისკენ გაისროლა – ერევანი უარყოფს

16 ოქტომბერი, 2020 • 1946
ბაქოს თანახმად, სომხეთმა ნახიჩევანისკენ გაისროლა – ერევანი უარყოფს

აზერბაიჯანის თანახმად, სომხურმა მხარემ ნახიჩევანის მიმართულებით რაკეტა გაისროლა, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს, დილის 10:44 საათზე, გუბადლის რეგიონიდან მოწინააღმდეგის ჯარებმა გაისროლეს რაკეტა, რომელიც ნახიჩევანში, ორდუბადის რეგიონში ჩამოვარდა.

გუბადლი, რომელსაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევს, ამჟამად სომხური ძალების კონტროლქვეშაა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.

ნახიჩევანი — ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში — არის ექსკლავი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მოქცეული ის ტერიტორიებიც, რასაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევს.

წყარო: Bellingcat

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-სპიკერმა შუშან სტეპანიანმა პასუხად განაცხადა, რომ ორდუბადის რეგიონიდან ნახიჩევანის მიმართულებით „არანაირი რაკეტა არ გასროლილა“.

„ეს არის მორიგი ტყუილი აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური მმართველი გუნდის მიერ, რომელიც კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოებას გეგმავს“, – დაწერა მან ტვიტერზე.

ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა და დღემდე არ შეწყვეტილა.

“ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით ვერ გადაიჭრება” – ალიევი

მასალების გადაბეჭდვის წესი