ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

16 ოქტომბერი, 2020 • 1228
ერევანს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

დღეს ერევანში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბერძენმა დიპლომატმა მოინახულა სომეხთა გენოციდის მემორიალი და შეხვდა სომეხ კოლეგას – ზოჰრაბ მნაცაკანიანს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მინისტრი ნიკოს დენდიასი სომხეთში ვიზიტისას განიხილავს მთიანი ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ღმელთაშუაზღვაში მიმდინარე პროცესებს, ასევე, საბერძნეთის, ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებს.

დაგეგმილია ბერძენი დიპლომატის ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაც.

ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე პროცესების გასაცნობად ეწვიეთ სტატიას:

კრიზისი ხმელთაშუა ზღვაში – თურქეთი და საბერძნეთი დაპირისპირების ზღვარზე


27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასია.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური ბაქო პერიოდულად იუწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

ყარაბაღში მიმდინარე ამბებზე განახლებულ ინფორმაციას გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი