ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო “ევროპული საქართველო” ხვალ, 17 ოქტომბერს დაგეგმილ მსვლელობას აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია ავრცელებს.

“ევროპულ საქართველო” 17 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობის მოწყობას გეგმავდა.

16 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 15 327-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი. ქვეყანაში კორონავრიუსით, ჯამში, 124 ადამიანია გარდაცვლილი.

დღევანდელი მონაცემებით, 246-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 613. აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 714-ს მიაღწია. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 721 პირი.