ახალი ამბები

საფეხბურთო კლუბ გურიას წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

16 ოქტომბერი, 2020 • 680
საფეხბურთო კლუბ გურიას წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას ერთ-ერთ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.

“ვირუსით ინფიცირებული პაციენტი უკვე გადაყვანილია ბათუმში, სამკურნალო დაწესებულებაში. გუნდის დანარჩენი წევრები იმყოფებიან თვითიზოლაციაში და კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ ტესტირება” ,- განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია.


16 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 15 327-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი.  ქვეყანაში კორონავრიუსით, ჯამში, 124 ადამიანია გარდაცვლილი.

დღევანდელი მონაცემებით, 246-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 613. აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 714-ს მიაღწია. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 721 პირი.

*ფოტო გარეკანზე საფეხბურთო კლუბი ,,გურია” ლანჩხუთი/fc Guria Lanchkhuti

მასალების გადაბეჭდვის წესი