ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 887 შემთხვევა, გარდაიცვალა 11 პაციენტი – 16 ოქტომბერი

16 ოქტომბერი, 2020 • 1529
გამოვლინდა კორონავირუსის 887 შემთხვევა, გარდაიცვალა 11 პაციენტი – 16 ოქტომბერი

16 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 15 327-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი. კორონავრიუსით ქვეყანაში, ჯამში, 124 ადამიანია გარდაცვლილი.

დღევანდელი მონაცემებით, 246-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 613. აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 714-ს მიაღწია. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 721 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი