“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, “ლეიბორისტული პარტია” ზუგდიდის მაჟორიტარის პოსტზე მხარს დაუჭერს გიგი უგულავას.
“გიგი უგულავა დღეს არის ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია ენდო და დაეყრდნო. ეს არის რეალობა, რადგან ის, როგორც ხელისუფალი, ასევე იყო ღირსეული ოპონენტი და, როგორც თანამებრძოლი, ასევე არის ღირსეული თანამებრძოლი”, – განაცხადა ნათელაშვილმა. მის კომენტარს “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
თავის მხრივ, გიგი უგულავამ მადლობა გადაუხადა შალვა ნათელავშილს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ერთობა იძლევა გარდამტეხი ცვლილებების განხორციელების საშუალებას.