ახალი ამბები

“ძალა ერთობაშიას” ვეტერანები შეუერთდნენ

15 ოქტომბერი, 2020 • 1040
“ძალა ერთობაშიას” ვეტერანები შეუერთდნენ

ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციას, “ძალა ერთობაშიას”, 200 ვეტერანი შეუერთდა. მათი თქმით, უკვე გაიარეს აკრედიტაცია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან:

“არასამთავრობო ორგანიზაციაში გავერთიანდით, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ავიღეთ მისია, დავაკვირდეთ ამ არჩვენებს, ვინაიდან ეს წინაასარჩევნო ფონი არ არის საკადრისი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალმომრეობაზე, შანტაჟზე დაფუძნებულ არჩევნებს არ ვიმსახურებთ” ,- ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე.

კოალიციაში “ძალა ერთობაშია” გაერთიანებული ვეტერანები აცხადებენ, რომ ოპოზიციურ გაერთიანებას და გენერალ დევი ჭანკოტაძეს უჭერენ მხარს, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის ათეულშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი