ნეტგაზეთი | „ბარემ ბიძინა ივანიშვილის პლაკატი საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ“ – თეონა ჭალიძე „ბარემ ბიძინა ივანიშვილის პლაკატი საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ“ – თეონა ჭალიძე – Netgazeti
RU | GE  

„ბარემ ბიძინა ივანიშვილის პლაკატი საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ“ – თეონა ჭალიძე

ისანში, მოსკოვის გამზირის 23 ნომერში არსებულ 29-ე საარჩევნო უბანზე “ქართულმა ოცნებამ” მისი მაჟორიტარის პლაკატი ზედ საარჩევნო უბანზე გააკრა. ამ ფაქტს ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი. როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს, “ქართულმა ოცნებამ” დაარღვია საარჩევნო კოდექსი და ზედ საარჩევნო უბანზე განათავსა პლაკატი.

„ისნის რაიონში, 29-ე საარჩევნო უბანთან, ნათლად ვხედავთ, თუ როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს. მათ „ქართული ოცნების“ ბანერი უშუალოდ საარჩევნო უბანზე განათავსეს. ბატონებო, ბარემ ბიძინა ივანიშვილის პლაკატი საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი და კანონის უხეში დარღვევა. მოვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან, რეაგირება მოახდინოს, მიიღოს შესაბამისი ზომები და ეს ბანერი სასწრაფოდ იქნას ჩამოხსნილი 29-ე საარჩევნო უბნის ფასადიდან. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინიმუმ 25 მეტრი უნდა იყოს დაშორება სააგიტაციო მასალის გამოსაკრავად მანძილი. შესაბამისად, აქ 8 მეტრიც კი არ არის დაცული და პირდაპირ საარჩევნო უბანზეა ეს ბანერი განთავსებული, რომელიც არის კანონის უხეში დარღვევა“ ,- ამბობს თეონა ჭალიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი