ახალი ამბები

აშშ-ში პაციენტს კორონავირუსი ხელახლა, უფრო მძიმე ფორმით შეეყარა

13 ოქტომბერი, 2020 • 1336
აშშ-ში პაციენტს კორონავირუსი ხელახლა, უფრო მძიმე ფორმით შეეყარა

აშშ-ში 25 წლის კაცს, რომელსაც კორონავირუსი ხელმეორედ შეეყარა, დაავადება მეორე ჯერზე უფრო მძიმე ფორმებში განუვითარდა.

როგორც BBC სამეიდიცნო ჟურნალ “ლანცეტში” გაოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს, პაციენტი ამჟამად გმაოჯანმრთელებულია, თუმცა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რადგანაც ფილტვები ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ აწვდიდა.

კვლევის მიხედვით, ნევადაში მცხოვრებ ახაგაზრდა კაცს არც ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და არც იმუნური სისტემის პრობლემები, ახალი კორონავირუსის მიმართ უფრო მოწყვლადი რომ ყოფილიყო. შედეგები კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთნ დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელი კორონავირუსის შემთხვევაში იმუნურმა სისტემამ დაცვის მექანიზმი გამოიმუშაოს.

BBC წერს, რომ ახალგაზრდას დაავადების პირველი სიმპტომები 25 მარტს გამოუვლინდა, 18 აპრილს კი ვირუსი დაუდასტურდა. 27 აპრილს პაციენტს სიმპტომები აულაგდა, 9 და 26 მაისს კი ტესტებმა ნეგატიური შედეგები აჩვენა.

მიუხედავად ამისა, კაცს 28 მაისს კვლავ გამოუვლინდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, 5 ივნისს კი ვირუსი ტესტირებითაც დაუდასტურდა. თუმცა მეორე ჯერზე სისხლში ჟანგბადის რაოდენობის ნაკლებობა დაუფიქსირდა, რაც პირველადი ინფიცირების დროს არ აღენიშნებოდა.

ნევადის უნივერსიტეტის მკვლევარი, როქტორი მარკ პანდორი აცხადებს, რომ ამ პაციენტის შემთხვევამ აჩვენა, რომ შესაძლოა ინფექცია საერთოდაც არ იწვევდეს იმუნიტეტის გამომუშავებას შემდგომი ინფიცირების წინააღმდეგ. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანრთელდნენ, მკაცრაად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების შესახებ გაიდლაინები.

ამ დრომდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევები პაციენტებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობდა, რამდენადაც, ორგანიზმს უნდა ესწავლა, თუ როგორ ებრძოლა ვირუსის წინააღმდეგ. თუმცა BBC აღნიშნავს, რომ ასევე უცნობია, რატომ დამძიმდა ნევადელი პაციენტის მდგომარეობა ვირუსით ხელმეორედ ინფიცირების დროს. ერთ-ერთი მოსაზრება, რაც მეცნიერებს აქვთ, შესაძლოა ეს კავშირში ყოფილიყო ვირუსის კონცენტრაციასთან, რომელიც პაციენტს შეეყარა.

გამოცემა წერს, რომ ექიმები არ გამორიცხავენ, მეორე ჯერზე პაციენტი ვურუსის უფრო დიდი მოცულობით დაინფიცირდა და სიმპტომების მძიმე ფორმებით გამოხატვაც ამან გამოიწვია. BBC-ის ცნობით, რეინფიცირების შემთხვევები მცირეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი