ახალი ამბები

“ლელომ” პრემიერობის კანდიდატი და “ჩრდილოვანი კაბინეტი” დაასახელა

13 ოქტომბერი, 2020 • 2358
“ლელომ” პრემიერობის კანდიდატი და “ჩრდილოვანი კაბინეტი” დაასახელა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ,”ლელო საქართველოსთვის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

ხაზარაძე საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე კანდიდატად წარადგენენ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ ენერგიას. “ევროპული სტილის ქართველი პატრიოტი” – ასე დაახასიათა დავით უსუფაშვილმა მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, ლელოს აქვს ადეკვატური პროგრამა, ჰყავს ძლიერი, პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი და გააჩნია ქვეყნის განვითარების გეგმა. უსუფაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება შეიცვლება ისე, რომ ძველი არ დაბრუნდება და ახალი ხელისუფლება ეყოლება ქვეყანას.

მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ლელო 3 გამოწვევის დასამარცხებლად მოდის: სიღარიბის, უმუშევრობის და არაპროფესიონალიზმის.

გარდა პრემიერობის კანდიდატისა, ლელომ ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტიც დაასახელა, ანუ წარადგინა კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში ლელოს გამარჯვების შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროს ჩაიბარებენ:

ეკა ქვლივიძე – თავდაცვის მიმართულება

ბადრი ჯაფარიძე – ეკონომიკის განვითარება და ფინანსური მიმართლება

გიგლა მიქაუტაძე – რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მიმართულება

ანა ნაცვლიშვილი – იუსტიცია და სასამართლოს რეფორმირების მიმართულება

ლევან კობერიძე – დევნილთა, შრომის და ჯანდაცვის მიმართულება

ფიქრია ჩიხრაძე – განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულება

კახა კოჟორიძე – შსს

ნიკა შურღაია – გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მიმართულება

დავით უსუფაშვილი – საგარეო საქმეების და ევროატალნტიკური ინტეგრაციის მიმართულება

სოსო ვახტანგაშვილი – შერიგების მიმართულება

მედეა მეტრეველი – კულტურის მიმართულება

“ეს არის ის გუნდი, რომელმაც უნდა განახორციელოს მარშალის გგეგმა და ქვეყანა მძიმე მდგომაროებიდან გამოიყვანოს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი