13 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 569 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 12 841-ს მიაღწია.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 9 პაციენტი. კორონავრიუსით, ჯამში, ქვეყანაში 102 ადამიანია გარდაცვლილი. დღევანდელი მონაცემებით, 329-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 6867. დანარჩენები ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას.
კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 600-მდე პირი.