Interviewsახალი ამბები

ხონში ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

12 ოქტომბერი, 2020 • 991
ხონში ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევავა 9 ოქტომბერს ხონის მუნიციპალიტეტში მოხდა.

“ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ხონის მუნიციპალიტეტში 2011 წელს დაბადებული ა.ე-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა”, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედებას გულისხმობს და რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი