საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 478 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 196 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, ხოლო 178- თბილისში.
დღეს ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ვირუსის ახალი შემთხვევების განაწილებაზე ისაუბრა. კორონავირუსის გავრცელების დღევანდელი სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ენდელაძის ინფორმაციითვე, დღეს ქვეყანაში 5734 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 50 მართვით სუნთქვაზეა. მართვით სუნთქვაზე მყოფ მოქალაქეებს შორის 8 აფხაზეთიდანაა გადმოყვენილი, ხოლო 1 – ცხინვალიდან.
რაც შეეხება 6 პაციენტს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, მარინა ენდელაძე განმარტავს, რომ მათ შორის 3 აჭარაში გარდაიცვალა, 2- თბილისში, ერთი კი -საჩხერეში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში Covid 19-ის 12 272 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 6538 გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 გარდაიცვალა.
ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 1393.