ახალი ამბები

ტყიბულის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსის 22 შემთხვევა გამოვლინდა

12 ოქტომბერი, 2020 •
ტყიბულის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსის 22 შემთხვევა გამოვლინდა

ტყიბულის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსის 22 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სკოლის 18 მოსწავლე და 4 მასწავლებელი.

როგორც ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ განაცხადა, გადავა თუ არა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, ჯერ არ გადაწყვეტილა.

“ერთი სკოლიდან არის 18 მოსწავლე და 4 პედაგოგი. ვმუშაობთ ახლა სერიოზულად, 120 კონტაქტამდე გავედით უკვე, გავალთ საბოლოო კონტაქტებზე და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გზით ვიაროთ — დისტანციურზე გადავიყვანოთ სისტემა თუ გავაგრძელოთ ჩვეულებრივად”, — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს თემურ ჩუბინიძემ.

12 ოქტომბერი: კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი