ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

12 ოქტომბერი, 2020 • 677
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 91-ს აღწევს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში Covid 19-ის 12 272 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 6538 გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 გარდაიცვალა.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 1393.

მასალების გადაბეჭდვის წესი