ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საომარი მოქმედებები გრძელდება | მთიანი ყარაბაღი

12 ოქტომბერი, 2020 • 761
საომარი მოქმედებები გრძელდება | მთიანი ყარაბაღი

მიუხედავად მხარეებს შორის მოსკოვში მიღწეული ჰუმანიტარული ზავისა, მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ბრძოლები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მხარეები ავრცელებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში სიტუაცია კონფლიქტის ზონაში იყო სტაბილურად დაძაბული.

“ახლა მტერი განსაკუთრებულად უტევს სამხრეთის ფრონტს” – ნათქვამია სტეფანიანის მიერ საკუთარ Facebook-ის გვერდით გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული ნაწილები ინარჩუნებენ სამხედრო უპირატესობას ფრონტის მთლიან მონაკვეთზე.

“სომხური ძალები, რომლებიც არ ემორჩილებიან ჰუმანიტარული ზავის შეთანხმებას, გასული ღამის განმავლობაში ცდილობდნენ შეტევაზე გადმოსვლას, რათა დაებრუნებინათ ის პოზიციები, რომლებიც დაკარგეს აღდარა-აღდამისა და ფუზულ-ჯაბრაილის მიმართულებით.” – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში, რომელსაც აზერბაიჯანული APA ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანულმა მხარემ მოახერხა მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფების მოგეირება და საპასუხო იერიშზე გადასვა.


მოსკოვში თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ტყვეები და ცხედრები გაეცვალათ.

ამასთან, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პირობების დამატებით შეთანხმებაზე მორიგდნენ და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში დამატებით მოლაპარაკებებზე გამოხატეს მზაობა.

თუმცა 12:00 საათის შესრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.

ბაქო და ერევანი ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ ერთმანეთს

მასალების გადაბეჭდვის წესი