საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 5-დღიანი ძებნის შემდეგ 61 წლის დაკარგული კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ცნობით, კაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა.
“სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული კაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. 11 ოქტომბრიდან, პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/305422/?fbclid=IwAR31P3wIFSW4oZsscLnxYzPGPAp0pqX3OL_YL2HQbXY9WeRJiRYZM0ojvzY